Wednesday, March 29, 2017

როგორ აღვნიშნავთ ახალ წელს საქართველოში

  1. პროექტის სახელწოდება : როგორ აღვნიშნავთ ახალ წელს საქართველოში
  1. პროექტის მთავარი იდეა (თემა): გაიფართოონ ცოდნა დამატებით ახალი ინფორმაციით კონკრეტულ თემაზე ტექსტებით და გააფორმონ კედლის გაზეთი.   
  2. პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მათ აინტერესებთ საკუთარი შრომის შედეგი. მოსწავლეებს უნვითარდებათ ურთიერთობა და თანამშრომლობა ერთმანეთის მიმართ. ისინი სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას, სხვისი აზრის მოსმენას, კონფლიქტების მართვას და ბოლოს შეთანხმებამდე მისვლას.
  3. პროექტის მიზნები: მოიძიონ ყველა სათანადო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, განიხილონ, დაამუშაონ, დააზუსტონ და შეძლონ მოპოვებული მასალის გამდიდრება ფოტოსურათებით, ინტერვიუებით, ტექსტებით  და გააფორმონ გაზეთი
  4. მონაწილეთა ასაკი: მეოთხე კლასი
  5. ვადები/ ხანგრძლივობა: ორი კვირა
  6. მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას:    
მოსწავლეები ასრულებენ კვლევა-მოძიებას, აანალიზებენ ინფორმაციას და საბოლოოდ აფორმებენ გაზეთს. ახდენენ მის წარდგენას პრეზენტაციის სახით, შეუძლიათ მსჯელობა მასზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : სახელმძღვანელოები, ილუსტრაციები, ინტერნეტში ძიება ფოტო და ტექსტური მასალების, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, პლაკატების ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები):
) მომზადებაპროექტის თემის და მიზნების განსაზღვრა. მისი საწყისი მდგომარეობა
) დაგეგმვა:    - აუცილებელი ინფორმაციის წყაროების დადგენა.
                          -  ინფორმაციის მოძებნის, შეგროვების და ანალიზის ხერხების განსაზღვრა
                          -  პროექტის ფორმის განსაზღვრა (გაზეთი, ფოტოალბომი)
                          -  პროექტის შედეგების შეფასების  პროცედურის და კრიტერიუმების დადგენა  
                          -  სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება.
) კვლევა :      -  ინფორმაციის შეგროვება  და დაზუსტება
                          -  პროექტის შესრულების პროცესში წარმოქმნილი ალტერნატივების გამოვლენა (გონებრივი იერიში) და განხილვა.                     
                          -  პროექტის კვლევითი ამოცანების ეტაპობრივი შესრულება
) დასკვნებიინფორმაციის ანალიზი და შედეგების ფორმულირება.
) პროექტის პრეზენტაცია და მისი შედეგების შეფასება: პროექტზე მუშაობის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და მიღებული შედეგების ახსნა, გაზეთის წარდგენა. პროექტის შედეგების წარმატება და წარუმატებლობა
  1. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :       მოსწავლეები ამჟღავნებენ ცოდნას კონკრეტულ თემასთან დაკავშირებითამოიცნობენ ინფორმაციებს კულტურის სფეროდან. იყენებენ და განიმტკიცებენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მიღებული აქვთ ხელოვნების, ქართულის, ბუნების, ხატვის და მუსიკის გაკვეთილებზე.
11 . პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ლაფაჩიშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  lapachishvilidarejan@gmail.com